საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 37 627 ტესტი ჩატარდა.