ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია Nestlé-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია Nestlé-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტი, ვაქცინების შესყიდვის მიზნით, საქართველოსთვის 100 000 შვეიცარული ფრანკის ოდენობის საგრანტო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი ვაქცინების ფართო და სამართლიანი განაწილებაა.

ცნობისთვის, Nestle ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა - KitKat, Nescafé, Nespresso, Nesquik -ი და სხვა. კომპანია მსოფლიოს 186 ქვეყანაში ოპერირებს.