საქართველოს მოქალაქე არადეკლარირებული თანხის შემოტანისთვის დააჯარიმეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" საქართველოს მოქალაქე არადეკლარირებული თანხის შემოტანისთვის დაჯარიმდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ნ.კ., რომლის ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა - 32500 აშშ დოლარი და 50 აზერბაიჯანული მანათი აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, პიროვნებას სანქციის სახით 3000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.