Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0825 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0825 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0836 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 20 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0962 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6492 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.