რა შემთხვევაში შეიძლება დაიშვას აუცრელი პირი დახურულ სივრცეში - ბიზნესის 3 ინიციატივა მთავრობას

„თუ ადამიანს აცრა არ უნდა, ბენეფიტების გამო არ აიცრება,“- ამის შესახებ, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და მთავრობას 3 ინიციატივით მიმართავს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი აზრით დახურულ სივრცეში უნდა დაიშვან:

აცრილები;

უარყოფითი ტესტის პასუხის მქონენი (72 საათიანი);

ვინც ობიექტში შესვლამდე ადგილზე აიცრება სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებში ;

ამგვარად, ვისაც აცრა არ უნდა მისი უფლებაც არ დაირღვევა, მაგრამ მოუწევს ტესტის რეგულარულად კეთება დახურულ სივრცეში საზოგადოების თავშეყრის ადგილას გამოჩენამდე,“-წერს მაღალაშვილი.