2022 წლიდან ყველა iPhone-ს 5G მხარდაჭერა ექნება

მომავალი წლიდან Apple-ის ყველა iPhone-ს 5G ქსელის მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური ბიზნეს-გაზეთი Nikkei ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, კომპანია ახალი 4G მოდელების წარმოდგენას აღარ აპირებს. მათივე ინფორმაციით, ბრენდის ყველაზე დაბალფასიანი მოდელებიც კი (iPhone SE) მომავალი წლიდან 5G ქსელის მხარდაჭერით გამოვა.

ამასთან, Apple მომავალი წლიდან iPhone 12 mini-ს განახლებულ ვერსიას აღარ გამოუშვებს. მიზეზი პატარაეკრანიანი მოდელის იმაზე ცუდი გაყიდვებია, ვიდრე კომპანიაში პროგნოზირებდნენ.

კოკა კვირკველია