კვანტური მთვლელების ბაზარი 2040 წლისთვის 450-850 მლრდ დოლარს მიაღწევს

ანალიტიკოსების პროგნოზით, კვანტური მთვლელების ბაზარი და მომსახურება მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში სწრაფად გაიზრდება და 2040 წლისთვის 450-850 მლრდ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია საკონსულტაციო კომპანია BCG-მა დღეს გაავრცელა.

„ასეთი მოწყობილობების მწარმოებელთა უახლესმა შედეგებმა და სტრატეგიულმა გეგმებმა ჩვენი პროგნოზი გაზარდა, რომ ამ ათწლეულის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ბიზნესისა და საზოგადოების საკვანძო პრობლემების კვანტური გამოთვლითი ტექნიკური საშუალება. კვანტურ მთვლელებზე მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა IBM, Google, Honeywell, IonQ და PsiQuantum,“ - აცხადებს BCG-ის დირექტორი, ჟან-ფრანსუა ბობიე.

კვანტური კომპიუტერები იყენებენ განსაკუთრებულ გამომთვლელ მოწყობილობებს, რომელთა სიმძლავრეც, ექსპონენციალური ფორმით, კვანტური მექანიზმების მათში გამოყენებით იზრდება. ისინი შედგებიან ე.წ. კუბიტებისგან, ანუ მეხსიერების ბირთვებისგან და პრიმიტიული მთვლელი მოდულებისგან, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად ნულიც და ერთიანიც შეინახონ.

კოკა კვირკველია