იუნესკომ ქალაქი ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიიდან ამოიღო

იუნესკომ ინგლისის ქალაქი ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხიდან ამოიღო.

Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ახალმა შენობებმა ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურებს მომხიბვლელობა დაუკარგა.

ჩინეთში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, იუნესკო-მ განაცხადა, რომ ლივერპულის ახალი შენობები ძირს უთხრის ქალაქის "აუთენტურობასა და მთლიანობას".

ლივერპულის მერმა, ჯოან ანდერსონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების შესახებ ”გაუგებარია”.

ლივერპული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2004 წელს დასახელდა. ის მესამე ძეგლია, რომელიც იუნესკომ ნუსხიდან ამოიღო.