30 ივლისს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

30 ივლისს 09:00 სთ-დან 10-15 წუთით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit – 2021“, რომლის საშტაბო კომპონენტი ტარდება ქ. სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე.

ხოლო, საველე სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე.

სწავლების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა. კერძოდ, 2021 წლის 30 ივლისს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე (ქ. სენაკი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.