Harley-Davidson-ის კვარტალური შემოსავალი 1,33 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

მოტოციკლების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Harley-Davidson-მა პროგნოზირებულზე მეტი კვარტალური მოგება აჩვენა. მონაცემები კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა, რასაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

Harley-ის მეორე კვარტლის კორექტირებულმა მოგებამ აქციაზე 1,41 დოლარი შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზირებულ საშუალო 1,17 დოლარის მაჩვენებელს გადააჭარბა. მოტოციკლებისა და მისი დეტალების გაყიდვებიდან კომპანიის შემოსავალი, თითქმის, გაორმაგდა და 1,33 მლრდ დოლარი შეადგინა.

Harley-Davidson-ში აცხადებენ, რომ მეორე კვარტალში მომარაგება გააორმაგეს, რამაც 56 700 ერთეული მოტოციკლი შეადგინა.

წარმატებულ მეორე კვარტალს კომპანიის გენერალური დირექტორის, იოჰენ ზეიცის ახალ სტრატეგია Hardwire-ს უკავშირებენ, რომელიც ფოკუსირებულია მაღალშემოსავლიანი ტურისტული და საკრუიზო მოტოციკლეტების გაყიდვაზე. ამასთან, Harley თავისი ძირითადი ბაზრის, 1946-დან 1964 წლების ე.წ. baby boomers-ის თაობის მომხმარებლების გარდა, სხვა მომხმარებლებზე გასვლასაც ცდილობდა. კომპანიამ თებერვალში გამოაცხადა გეგმა, რომლის მიხედვითაც აქცენტი ტრადიციულ დიდ მოტოციკლეტებზე კეთდებოდა, ხოლო ნელაგაყიდვად მოდელებზე უარს ამბობდა. ამასთან, კომპანიამ წამგებიანი სადილერო ცენტრები და ბაზრები დატოვა. იოჰენ ზეიცის ახალი სტრატეგიის შედეგად, აშშ-ში მოტოციკლების ერთეულმა გაყიდვებმა 2019 წლის მეორე კვარტალს გადააჭარბა.

კომპანიამ ოპერაციული მოგების წლიური პროგნოზი, მანამდე ნავარაუდებ 7-9%-თან შედარებით, 6-8%-მდე შეამცირა, რაშიც მის მეორე დიდ, ევროკავშირის ბაზარზე მოტოციკლების მაღალ ტარიფებს დაეყრდნო. თუმცა იგივე ოპერაციული მოგების პროგნოზი ფინანსური მომსახურების სეგმენტში გაზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ