როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე ?

ოდეს­მე გი­ფიქ­რი­ათ, თუ რა­ტომ კი­თხუ­ლობთ? კი­თხვა დას­ვე­ნე­ბა­სა თუ ჩა­ძი­ნე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბათ? წიგ­ნე­ბით შე­უ­ფა­სე­ბელ ცოდ­ნას იძენთ?.. სა­ნამ თქვენ ზუსტ პა­სუხს მი­აგ­ნებთ შე­კი­თხვა­ზე: "რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვთ წიგ­ნებს?“ ჩვენ იმ პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უნა­რებს გა­გაც­ნობთ, რომ­ლებ­საც კი­თხვა ავი­თა­რებს. მა­გა­ლი­თად, იცო­დით, რომ კი­თხვა სი­ცო­ცხლეს ახან­გრძლი­ვებს? გა­აგ­რძე­ლეთ სტა­ტი­ის კი­თხვა. გარ­წმუ­ნებთ, კი­თხვი­სად­მი ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში გა­დარ­ჩე­ნი­სა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­შუ­ა­ლე­ბას სწო­რედ კი­თხვა წარ­მო­ად­გენს.

დღე­ვან­დელ სტა­ტი­ა­ში სწო­რედ იმ პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უნა­რებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, რომ­ლებ­საც კი­თხვა ავი­თა­რებს. ასე რომ, კი­თხვი­სად­მი ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში გა­დარ­ჩე­ნი­სა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­შუ­ა­ლე­ბას სწო­რედ კი­თხვა წარ­მო­ად­გენს.

კი­თხვა აუმ­ჯო­ბე­სებს კოგ­ნი­ტურ პრო­ცე­სებს

კოგ­ნი­ტუ­რი პრო­ცე­სე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, გა­და­მუ­შა­ვე­ბა, მისი ცოდ­ნად გარ­დაქ­მნა და სა­ბო­ლო­ოდ − გა­მო­ყე­ნე­ბა. მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ კი­თხვა:

  • აუმ­ჯო­ბე­სებს მეხ­სი­ე­რე­ბას − კი­თხვის პრო­ცე­სი ტვი­ნის იმ ნა­წი­ლებს ააქ­ტი­უ­რებს, რომ­ლე­ბიც მეხ­სი­ე­რე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ახა­ლი სი­ნაფ­სე­ბის წარ­მოქ­მნა­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თუ მა­ინც და მა­ინც ვუნ­დერ­კინ­დი არ ხართ, რო­გორც წლის ბესტსე­ლე­რის, "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის“ მთა­ვა­რი გმი­რი, მა­შინ გო­ნე­ბის გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად წიგ­ნის კი­თხვა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

wigni-1-1626940600.jpg

  • ახან­გრძლი­ვებს სი­ცო­ცხლესერთი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც დღე­ში 30 წუთს კი­თხუ­ლობ­დნენ, 2 წლით აღე­მა­ტე­ბა არამ­კი­თხვე­ლე­ბი­სას;
  • ზრდის ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნეს − იმე­დია, ეჭვი არ გე­პა­რე­ბათ, რომ კი­თხვა ლექ­სი­კის მა­რაგს ამ­დიდ­რებს; გარ­და ამი­სა, არ­ტი­კუ­ლა­ცი­ას აუმ­ჯო­ბე­სებს და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის ხა­რის­ხსაც ზრდის.

ინ­ტე­ლექ­ტზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მი­ვად გვე­სა­უბ­რე­ბი­ან და თა­ვი­ან­თი მა­გა­ლი­თით მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლე­ვენ. აქ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გაგ­ვახ­სენ­დეს აშშ-ის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მი­შელ ობა­მა, რო­მელ­მაც თა­ვის წიგნ­ში "რო­გორ გავ­ხდი ის, ვინც ვარ“ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი, მის­წრა­ფე­ბა-ოც­ნე­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და, ზო­გა­დად, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლებე­ბის გან­სა­ზღვრის მი­ზეზ-შე­დე­გე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა.

wigni-2-1626940643.jpg

კი­თხვა აუმ­ჯო­ბე­სებს ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას

დროა და­გარ­წმუ­ნოთ, რომ კი­თხვა არამ­ხო­ლოდ "სუ­ლი­ე­რი საზ­რდოა“. კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ კი­თხვა:

  • ხსნის სტრესს და ამ­ცი­რებს არ­ტე­რი­ულ წნე­ვას − საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ 6 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იკი­თხოთ და მყი­სი­ე­რად იგ­რძნობთ გუ­ლის­ცე­მის და­რე­გუ­ლი­რე­ბას, კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას;

სი­ა­მოვ­ნე­ბით გირ­ჩევთ თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "ბუ­კე­რის“ 2019 წლის ლა­უ­რე­ა­ტის, ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტოს რო­მანს "გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი“, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხანს თარ­გმნა და გა­მოს­ცა "პა­ლიტ­რა L-მა“.

wigni-3-1626940672.jpg

  • აუმ­ჯო­ბე­სებს ძი­ლის ხა­რისხს − თუკი ძილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გაქვთ, წიგ­ნი მო­ი­მარ­ჯვეთ. ძი­ლის წინ გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნი ტვი­ნის­თვის მი­ცე­მუ­ლი ის სიგ­ნა­ლია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ახლა გან­ტვირ­თვის, მო­დუ­ნე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის დროა. თა­ვად გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, ისე სწრა­ფად ჩა­გე­ძი­ნე­ბათ. ძი­ლის წინ სა­კი­თხა­ვად თქვე­ნი პა­ტა­რე­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბავ­შვო წიგნს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ: დე­ვიდ ბე­დი­ე­ლის "და­ბა­დე­ბის დღის ბიჭი“, რო­მე­ლიც სულ ახალ­ა­ხან გა­მო­ი­ცა ქარ­თუ­ლად.

wigni-4-1626940808.jpg

და ბო­ლოს, წიგ­ნის კი­თხვა ზრდის ადა­მი­ან­ში ემ­პა­თი­უ­რო­ბის დო­ნეს

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ: "ყო­ვე­ლი ნორ­მა­ლუ­რი მო­თხრო­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ ხდე­ბი ოდ­ნავ უკე­თე­სი, ვიდ­რე ხარ...“ მარ­თლაც, წიგ­ნი არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ არა მხო­ლოდ ერთი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის თვა­ლით შე­ხე­დო წიგ­ნის­მი­ერ რე­ა­ლო­ბას. პერ­სო­ნა­ჟე­ბის სუ­ლი­ერ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ ჩვენ­ში თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი ძლი­ერ­დე­ბა. თა­ნა­გან­ცდის შეგ­რძნე­ბა ორ­მა­გად გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ, თუკი ისეთ თრი­ლერს კი­თხუ­ლობთ, რო­გო­რიც ა. ჯ. ფი­ნის ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი "ქალი სარ­კე­შია“. შე­უძ­ლე­ბე­ლია, თქვენც მას­თან ერ­თად არ მო­გიც­ვათ შიშ­მა, სა­სო­წარ­კვე­თამ და დიდ­მა ინ­ტრი­გამ.

wigni-5-1626940835.jpg

ისევ და ისევ კი­თხვის პრაქ­ტი­კულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ემ­პა­თი­ის უნა­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლე­ბი და სა­სურ­ვე­ლე­ბი არი­ან.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ... რა­ღას უცდი?

წაიკითხე