Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1111 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1111 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1250 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 21 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0950 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6437 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.