პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დეფიციტმა 364,330 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მინუს 424 მლნ დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ანგარიში, ფაქტობრივად, ქვეყნაში უცხოური ვალუტის ბალანსს ასახავს. როცა დეფიციტი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი უცხოური ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს შემცირებას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო, მათ შორისაა ეკონომიკის გამოცოცხლება და შესაბამისად, ექსპორტის ზრდა, ასევე უცხოეთიდან ფულადი გზავნილების რეკორდული მატება.

ნოდარ სირბილაძე