პირველად ბათუმში  კორპუსი სრულად გამწვანებული ტერასით და ფასდაკლება 30 ბინაზე

პირველად ბათუმში თანამედროვე კონცეფციის 15-სართულიანი საცხოვრებელი და საინვესტიციო კორპუსი შენდება, რომლის ტერასა სრულად გამწვანებული იქნება.

შენობის მე-11 სართულზე მოწყობილი ტერასიდან ბათუმის პანორამული ხედები გაიშლება, სრულად თქვენზე მორგებული ინფრასტრუქტურა კი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას მოგცემთ.

პროექტ „ჰოუმსაიდ ტერასაზე“ ერთი თვის განმავლობაში სპეციალური აქცია ვრცელდება - 10%-იანი ფასდაკლება ბოლო 30 ბინაზე, რომელთა ფართებიც 42.2 კვ/მ-დან იწყება. ასევე, კომპანია მშენებლობის დასრულებამდე გთავაზობთ ბინის ღირებულების 30%-ის შიდა უპროცენტო განვადებას, ხოლო 70%-ს ჩაბარების შემდეგ დაფარავთ.

hometerasa1-1626943855.jpg

„ჰოუმსაიდ ტერასა“ ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ბათუმის დელფინარიუმიდან 5-10 წუთის სავალზე მდებარეობს. უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები მაქსიმალურად უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას, ენერგოეფექტურობასა და სიმყუდროვეს.

hometerasa2-1626943951.jpg

მობინადრეები ისარგებლებენ 1-ელ სართულზე მდებარე პარკინგითა და შიდა ეზოთი, რომელიც ასევე კეთილმოწყობილი და გამწვანებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბინები მობინადრის სურვილისამებრ ბარდება შავი და თეთრი კარკასის ან გარემონტებულ მდგომარეობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, „ჰოუმსაიდ ტერასას“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

ganacxadii-1624368580-1624429287.jpg

(R)