კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შრომით, საქმიანობით და განხორციელებული პროექტებით უკან დაგიბრუნოთ ის სიყვარული, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ

ეს თნადგომა და მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი შრომით, საქმიანობით და განხორციელებული პროექტებით უკან დაგიბრუნოთ ის სიყვარული, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ, - ასე მიმართა თბილისის მოქმედმა მერმა და ამავდროულად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს „ფეისბუქის“ საშუალებით.

ვიდეომიმართვისას კახა კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა საკუთარ გუნდს იმისთვის, რომ შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიეღო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გითხრათ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ამ 4 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ეს თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი შრომით, საქმიანობით და განხორციელებული პროექტებით უკან დაგიბრუნოთ ის სიყვარული, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ“, - განაცხადა კალაძემ.