Domino's Pizza-მ გაყიდვებისა და შემოსავლების კვარტალურ პროგნოზებს გადააჭარბა

დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, Domino's Pizza-ს კვარტალურმა შემოსავალმა აშშ-ს ბაზრის შეფასებებს გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ამის მიზეზი კომპანიის მენიუს ახალი ასორტიმენტია, რომელშიც ჩიზბურგერისა და ქათმის პიცები შედის. განახლებულმა მენიუმ ამერიკელების მიერ სახლებიდან მიცემული შეკვეთების რაოდენობა გაზარდა.

Refinitiv-ის მონაცემებით, აშშ-ში Domino-ს მაღაზიები წელიწადზე მეტია, რაც გაიხსნა და მისი გაყიდვები მეორე კვარტალში, პროგნოზირებულ 1,3%-იანი კლების ნაცვლად, 3,5%-ით გაიზარდა. კვარტალი 20 ივნისს დასრულდა.

საერთო შემოსავალი შარშანდელი 920 მლნ დოლარიდან 1,03 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. Refinitiv-ის ანალიტიკსები აქაც დაბალ მაჩვენებელს ვარაუდობდნენ და კომპანიის საერთო შემოსავლის ოდენობად 972,3 მლნ დოლარს პროგნოზირებდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ