ვის ეკუთვნის კომპანიები, ვის "გაშავებასაც" თბილისის მერია ითხოვს

სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო თბილისის მერიამ 2020 წელს 10 კომპანიის შავ სიაში შეყვანა მოითხოვა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჯამში 27 პროექტთან დაკავშირებით მიმართა. მათი უმეტესობა გამწვანებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებს ეხება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, ვის „გაშავებასაც“ ითხოვს მერია:

1. შპს „გრინ გეორგია“ - მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანა 5 პროექტთან დაკავშირებით მოითხოვა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „გრინ გეორგია“ 2016 წლის 24 თებერვალს დარეგისტრირდა. კომპანის 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიაზ დავითაძეა.

2. შპს „გარდენიის ცენტრი ლა ენსინა-ს ფილიალი“ - 2017 წლის 1-ელ ივნისს დარეგისტრირდა. კომპანია ესპანეთში დაფუნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას CENTRO DE JARDINERIA LA ENCINA, S.L ეკუთვნის. დირექტორია ხაურეს ფერრამ ფერრერ მარტინეზი.

3. ი.მ „მალხაზ მაღრაძე“ - სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 28 ნოემბერს დარეგისტრირდა.

4. შპს „მწვანე სამყარო“ - მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანა 14 პროექტთან დაკავშირებით მოითხოვა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით,„მწვანე სამყარო“ 2016 წლის 15 დეკემბერს დაფუძნდა. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი ხოსე საიზ გომეზია, ხოლო 10% - ის ხაურეს ფერრამ ფერრერ მარტინეზი. ორივე მათგანი ესპანეთის მოქალაქეა.

5. შპს „თლ გუნდი“ – 2019 წლის 11 თებერვალს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანის მფლობელი და დირექტორი თამთა დიასამიძეა.

6. შპს „გეომენ“ – 2020 წლის 29 მაისს დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი ტატო ქობალიაა.

7. შპს „ენ-ჯი-ეს გრუპი“ - კომპანია, 2015 წლის 7 აგვისტოს დაფუძნდა . მისი 75%-ანი წილი გიორგი ლაბაძეს, ხოლო 25% ნიკა ფიცხელაურს ეკუთვნის. კომპანის დირექტორია ნიკა ფიცხელაური.

8. შპს „გაბი“ - სამეწარმეო რეესტრში 2017 წლის 24 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი ბექა კვახაძეა.

9. შპს „შპს დეკორაციების და ქანდაკებების სახლი“ – 2016 წლის 30 აგვისტოს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელი გურამ ნიკოლეიშვილია.

10. შპს „როუდ სოლუშენს“ – 2014 წლის 26 თებერვალს დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია ნინო მარღანიას ეკუთვნის.

ნინი ქეთელაური