საგადასახადო სისტემა Payoneer-ი აშშ-ს ჯარიმის სახით, 1,4 მილიონ დოლარს გადაუხდის

საგადასახდელო სისტემა Payoneer-ი, რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, აშშ-ის ხელისუფლებას, ამერიკული სანქციების დარღვევისთვის, 1,4 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაუხდის.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა გაავრცელა.

უწყებაში განმარტავენ, რომ Payoneer-მა მიაღწია შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროსთან უცხოური ფინანსური აქტივების კონტროლზე - OFAC, რომლის ფარგლებშიც გადაიხდის 1 400 301 დოლარს 2 260 სანქცირებული რეჟიმის კანონდარღვევისთვის. მასში დაზუსტებულია, რომ კომპანიამ განახორციელა ფულადი გადარიცხვები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მოქმედებენ ყირიმის, სუდანის, ირანისა და სირიის ტერიტორიაზე, ასევე ცალკეული პირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ამერიკული სანქციების პერსონალურ სიაში.

კოკა კვირკველია