ევროკავშირის ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი Facebook-ის მხრიდან Kustomer-ის შესყიდვის საქმეს შეისწავლის

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი ორგანო იწყებს გამოძიებას შეთანხმებაზე, რომელიც ეხება ამერიკული კომპანია Facebook-ის მხრიდან სერვის Kustomer-ის შეძენას, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში და სპეციალიზირებულია მყიდველებისთვის გამარტივებული ონლაინ ინსტრუმენტების შექმნაზე. ამის შესახებ სააგენტო Reuter-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

Facebook-მა Kustomer-ის შეძენის შესახებ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა. შეძენის თანხა არ იყო გახმაურებული, თუმცა, The Wall Street Journal-ის ცნობით მან 1 მილიარდ დოლარს მცირედით გადააჭარბა. Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ „გაეუმჯობესებინათ და განეახლებინათ Kustomer-ის მიერ მიწოდებული სერვისი“ და ამით გაეხარებინათ ამ სერვისის მომხმარებლები.

ცნობისთვის, კომპანია Facebook-ი მარკ ცუკერბერგმა 2004 წელს დააფუძნა. მენლო-პარკში სათავო ოფისის მქონე კომპანია ამ დროისთვის ფლობს სოციალურ ქსელებს Facebook-ი და Instagram-ი, ასევე აპლიკაციებს WhatsApp- და Messenger-ი. მისმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ კვარტალში 26 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია