Mercedes-Benz-მა ელექტრო-ძრავების მწარმოებელი კომპანია YASA შეიძინა

გერმანულმა საავტომობილო კომპანიამ Mercedes-Benz-მა, რომელსაც Daimler AG ფლობს, შეიძინა ბრიტანული სტარტაპი YASA, რომელიც სპეციალიზირებულია სპორტული ავტომობილებისთვის ელექტროძრავების წარმოებაზე. Mercedes-Benz-ში თვლიან, რომ შენაძენი კომპანიას საშუალებას მისცემს, გაიმყაროს ტექნოლოგიური პოზიციები სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის მოახლოებასთან ერთად.

შესყიდვის თანხა არ ხმაურდება, თუმცა, Financial Times-ი წერს, რომ 2019 წელს YASA შეფასებული იყო 137 მილიონ დოლარად.

YASA 2009 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი სტარტაპია და ის უკვე ორი წელია თანამშრომლობს Mercedes-თან. მის კლიენტებს შორის ასევე არიან - Ferrari და სხვა ცნობილი საავტომობილო ბრენდები. ამიერიდან კი ის ახალი ძრავების მიწოდებას მოახდენს Mercedes-AMG ხაზის სპორტული ავტომობილებისთვის.

კომპანიის მიერ ელექტროფიცირების გეგმის გახმოვანების შემდეგ მისი აქციები ბოლო სავაჭრო სესიაზე პარასკევს 4,5%-ით გაიზარდა, წლის განმავლობაში კი, 86,7%-ით არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია