აშშ-მა Pfizer-ისგან კიდევ 200 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა

აშშ-ის ადმინისტრაციამ კომპანია Pfizer-ისგან და მისი გერმანელი პარტნიორისგან BioNTech-სგან კიდევ 200 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მორიგი პარტიის შეძენის შესახებ ინფორმაცია ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ დაადასტურა.

„ფედერალურმა ხელისუფლებამ 2020 წლის შემოდგომასა და 2022 წლის გაზაფხულს შორის მიწოდების გარანტიით 200 მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა შეიძინა, ვაქცინაციის განმავლობაში სამომავლო საჭიროებებისთვის, რათა მოხდეს მისი უზრუნველყოფა იმ დროისთვის, როცა დაიწყება 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია და შესაძლებელი იქნება ბუსტერ დოზების მიწოდება,“ - განაცხადა ფსაკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის ამერიკელ სპეციალისტებს არ აქვთ დასკვნა გაცემული აღნიშნული ვაქცინის 12-წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების რეკომენდაციაზე და შეძენის მოტივად საჭიროების შემთხვევაში მეტი მოქნილობა დაასახელა.

კოკა კვირკველია