ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაზე მერია 10,9 მლნ ლარს დახარჯავს

თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტენდერის მიხედვით, შესყიდვის ღირებულება შემცირებულია.

კერძოდ, თუ 16 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 11 563 373 ლარს შეადგენდა, ამჯერად, მერია იგივე სამუშაოებში 10 925 000-ის დახარჯვას გეგმავს.

პროექტის დაფინანსების წყარო 2021-2022-2023 წლების თბილისის ბიუჯეტია. კერძოდ, 2021 წელი - 2 834 380 ლარი, 2022 წელი - 7 841 787 ლარი, 2023 წელი - 248 833 ლარი.

ცნობისთვის, მერიის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული 1-ლი ტენდერი შეწყდა საჩივრის გამო, რომელიც სატენდერო კომიისიის მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადახედვას მოითხოვდა.

თაია არდოტელი