შეღავათი სრულად ვაქცინირებულ პირებს მთავრობისგან -  ტრენინგებზე დასასწრებად მათ ტესტის გაკეთება არ მოუწევთ

სრულად ვაქცინირებული პირები, ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრებას ტესტის გაკეთების გარეშე შეძლებენ.

ამის შესახებ მთავრობის დადგენილება 23 ივლისს გამოქვეყნდა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისიდან, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების ან ე.წ. სწრაფი ტესტის საფუძველზე არის შესაძლებელი.

თაია არდოტელი