ივლისში ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა 21%-ით შემცირდა

„თიბისი კაპიტალმა“ უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2021 წლის ივლისში იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირებულია როგორც 2020, ისე 2019 წელთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობა დაახლოებით 10%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის ივლისთან შედარებით შემცირების მაჩვენებელი 21%-ია.

აღსანიშნავია, რომ სურათი წინა თვეებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია, რადგან გასული თვეების განმავლობაში იპოთეკური სესხების მოცულობა მეტი იყო როგორც 2019, ისე 2020 წელთან შედარებით. მაგალითად, 2021 წლის ივნისში 2019 წელთან შედარებით სესხების მოცულობის ზრდა დაახლოებით 25% იყო.

რაც შეეხება ტრანზაქციების მოცულობას, თბილისში ბინების ტრანზაქციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა.

ნოდარ სირბილაძე