Twitter-ის შემოსავლები 74%-ით გაიზარდა

კომპანია Twitter-ის შემოსავლები 2021 წლის მეორე კვარტალში 74%-ით 1,2 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული. CNBC-ს ცნობით, ეს არის ყველაზე სწრაფი ზრდა ამ სოციალური ქსელისთვის 2014 წლის შემდეგ. ტელეკომპანიის ცნობით, პლატფორმის მოგებამ 65,6 მილიონ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა გასულ წელს 1,38 მლრდ დოლარის წაგება ჰქონდა.

კომპანიის შემოსავლებში რეკლამიდან მიღებული შემოსავლის წილი 87%-ია და 1 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანიაში ასევე ხაზს უსვამენ ყოველდღიური მონეტიზირებული მომხმარებლების რაოდენობის ზრდასაც 206 მილიონამდე, გასული წლის 186 მილიონთან შედარებით.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ფონზე მისი აქციების ფასიც 9%-ით არის გაზრდილი, მიმდინარე წელს კი 29%-ით.

Twitter-ი ზრდას ელოდება მესამე კვარტალშიც და 1,2-1,3 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს.

კოკა კვირკველია