”ისრეარ ეარლაინსი” წინასაახალწლოდ რეისებს ამატებს

ებრაული ავიაკომპანია ”ისრეარ ეარლაინსი” წინასაახალწლოდ რეისებს ამატებს.

ამის შესახებ ტელეკომპანია ”მაესტროს” გადაცემა ”საქმიან დილაში” ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, კომპანია თელავივი - თბილისის მიმართულებით ტურისტული კომპანიის დაკვეთით აპრილიდან ოქტომბრამდე დაფრინავს.

როგორც კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, ”ისრეარ ეარლაინსმა” თბილისის მიმართულებით ფრენები ოქტომბერში შეწყვიტა, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, დეკემბერსა და იანვარში ოთხ ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ტურისტებს 150 ადგილიანი თვითმფრინავი ემსახურება.

ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, ავიაკომპანია ფრენების ჩვეულ განრიგს მომავალი წლის აპრილიდან დაუბრუნდება.