ჯეფ ბეზოსმა 100 მილიონი დოლარის კოსმოსში გასაფრენი ბილეთები გაყიდა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ Blue Origin-მა 100 მილიონი დოლარის ღირებულების კოსმოსში გასაფრენი ბილეთები გაყიდა. Business Insider-ის ცნობით, ოფიციალურად ბილეთების გაყიდვა 20 ივლისს დაიწყო, როცა თავად ბეზოსი გაფრინდა კოსმოსში.

ბეზოსის თქმით, Blue Origin-ის სურვილია, წელს კიდევ ორჯერ გაუშვას კოსმოსში რაკეტა New Shepard-ი.

„ჩვენ ავაშენებთ გზას კოსმოსამდე ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რათა დედამიწის პრობლემები გადავჭრათ,“- თქვა ბეზოსმა. ბიზნესმენმა კოსმოსის ბილეთებზე მოთხოვნა აღწერა როგორც „ძალიან მაღალი“, თუმცა ტურისტული ვოიაჟის ფასი არ ხმაურდება.

ცნობისთვის, Blue Origin-ის პირდაპირი კონკურენტი კომპანია Virgin Galactic, რომელიც რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნის, „კოსმოსის საზღვრების გახსნას“ 250 ათას დოლარად გვთავაზობს.

კოკა კვირკველია