საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 10.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უძრავი ქონების ფასების ინდექსი საშუალოდ 10.1%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში საცხოვრებელი უძრავი ქონება ქეყანაში გაძვირებულია.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია კერძო სახლების შემთხვევაში, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში ფასების ინდექსის ზრდა 17.9%-ია.

რაც შეეხება ბინებს, საანგარიშო პერიოდში ბინების ფასების ინდექსის ზრდამ 7.5% შეადგინა.

ნოდარ სირბილაძე