LG-მ შექმნა პირბადე ინტეგრირებული მიკროფონითა და დინამიკებით

კომპანიამ LG-მ დააანონსა დამცავი ნიღბის გამოსვლა, რომელსაც ექნება ინტეგრირებული ჰაერის გამწმენდი, მიკროფონი და დინამიკები PuriCare Wearable.

მწარმოებელი ნიღბის 8 საათიან კომფორტულ ტარებას და მის სწრაფ დატენვას გვპირდება USB-სადენიდან.

ნიღბის ახალი მოდიფიკაცია შემუშავებულია სატესტო აქსესუარის ბეტა ვერსიის ცდების შედეგად. მას აქვს ორი ინვერტორული ვენტილატორი, HEPA-ფილტრი და სუნთქვის მთვლელი. ვენტილატორების მუშაობა დამოკიდებულია სუნთქვის სიხშირეზე. ნიღბის ფასი არ ხმაურდება.

განახლებულ გაჯეტში მიკროფონი და დინამიკები იყენებენ ტექნოლოგიას VoiceON, რომელიც აძლიერებს მომხმარებლის ხმას იმისათვის, რომ მას არ დასჭირდეს ნიღბის მოხსნა და ასევე გაზარდოს საუბრის ხმა. მოწყობილობა 94 გრამს იწონის, მის დატენვას 2 საათი სჭირდება და მისი ტარება კომფორტულად 8 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. პირველად ნიღაბი გამოჩნდება ტაილანდის ბაზარზე, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც, იმ შემთხვევაში თუ მოხდება მისი სერტიფიცირება.

კოკა კვირკველია