Ryanair მიმდინარე ფინანსურ წელს 100 მლნ მგზავრის გადაყვანას გეგმავს

ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა მთელი წლის ტრაფიკზე პროგნოზი გაზარდა, რაც დიდი რაოდენობის საზაფხულო ჯავშნებს უკავშირდება. თუმცა ტარიფები პანდემიამდელ დონეზე კვლავ გაცილებით დაბალია. მონაცემები ავიაკომპანიამ დღეს გამოაქვეყნა, რასაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

დაბალი ტარიფების მიზეზად Ryanair-ში 273 მლნ ევროს (322 მლნ დოლარის) სუფთა ზარალს უკავშირებენ, რომელიც ავიაკომპანიამ პირველ კვარტალში მიიღო. Ryanair, რომელიც ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, გეგმავს, მომავალი წლის მარტის ბოლომდე, ანუ მიმდინარე ფინანსურ წელს 90-და 100 მილიონამდე მგზავრი გადააფრინოს. წინა პროგნოზი 80-100 მილიონი მგზავრის გადაყვანას გულისხმობდა.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ჯავშნების მკვეთრად ზრდის წყალობით, გადაყვანის მოცულობა, 2019 წლის ივნისის დონიდან ივლისისთვის პროგნოზირებად 2/3-თან შედარებით,1/3-ით გაიზარდა. ავიაკომპანიის ფინანსური დირექტორი, ნილ სორაჰანი აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბერში 10 მლნ-ზე ნაკლებ მგზავრს არ ელოდებიან, რაც პანდემიამდელი დონის 70%-ია.

გასულ კვირას კონკურენტმა, easyJet-მა განაცხადა, რომ ივლისი-სექტემბრის პერიოდში მგზავრთა გამტარიანობას 2019 წლის 60%-მდე გაზრდის.

„მას შემდეგ, რაც ევროპაში ციფრული კოვიდსერტიფიკატი ამოქმედდა, ჩვენს სატრაფიკო წესებს გავაუმჯობესებთ“, - აცხადებს სორაჰანი.

Ryanair-მა მარტში დასრულებულ ფინანსურ წელს 27,5 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც პანდემიამდელ პიკურ მაჩვენებელზე, 149 მილიონზე გაცილებით ნაკლებია. ნილ სორაჰანის პროგნოზით, მომავალ ფინანსურ წელს ავიაკომპანია პროგნოზირებულ 150-მილიონიანი მგზავრის რეკორდს მოხსნის. აპრილი-ივნისის სამთვიან პერიოდში Ryanair-ს 273 მლნ ევროს ზარალიც ჰქონდა, თუმცა ეს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 283 მლნ ევროს ზარალზე ნაკლებია.

ავიაკომპანიაში 2022 წლის მარტის ბოლომდე, მიმდინარე ახალი ფინანსური წლის მოგების პროგნოზირება უჭირთ. თუმცა კვლავ მიიჩნევენ, რომ მკვეთრად აღდგენამდე მომავალი წელს ზარალი ნაკლები, ან სულაც არ ექნებათ.

აპრილ-ივნისში Ryanair-ის საშუალო სამგზავრო საფასური 24 ევრო იყო, რაც 2019 წლის ანალოგიურ კვარტალში 39 ევროს შეადგენდა. თუმცა, დამატებითი ოფციებიდან შემოსავალი 19-დან 22 ევრომდე გაიზარდა, რადგან ფრთხილი მგზავრები ადგილებს დაჩქარებული წესით ირჩევდნენ და იკავებდნენ ბორტზე. თავისუფალი ადგილების საშუალო მაჩვენებელი აპრილ-ივნისში 27%-ით შემცირდა, რაც ნილ სორაჰანის პროგნოზით, ახალი ფინანსური წლის პირველ ნახევარში 10%-საც ჩასცდება.

Reuters-ის შეფასებით, Ryanair-ს საავიაციო ინდუსტრიაში ყველაზე ძლიერი ბალანსის აქვს. მისი ფულადი რეზერვი 4,06 მლრდ ევროს შეადგენს, რაც მარტის ბოლოსთვის 3,15 მლრდ ევრო იყო. რეზერვის მატება მაისში 1,2 მლრდ ევროს ობლიგაციების გაყიდვამ განაპირობა.

ავიაკომპანია მოლაპარაკებებს განაგრძობს Boeing-თან, რამდენიმე მსხვილი, MAX 10-ის მოდელის თვითმფრინავის შესყიდვაზე, რისი გამოყენებაც 2026 წლიდან სურს. მისაღები ფასის შემთხვევაში, Ryanair მზადაა, ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაასრულოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ