ეროვნული ბანკის საბჭოში ერთი ადგილი კვლავ ვაკანტურია - პარლამენტმა სებ-ის საბჭოს  3 ახალი წევრი დაამტკიცა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს - ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა.

კანდიდატები, ხმათა უმრავლესობით სებ-ის საბჭოს წევრები ისე გახდნენ, რომ მათთვის დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე არ მოუსმენიათ.

ცნობისთვის, პარლამენტმა ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად 7 წლის ვადით აირჩია.სებ-ის 9-წევრიან საბჭოს ამჟამად 8 წევრი ჰყავს. ერთი ადგილი კი, კვლავ ვაკანტურია.

თამარ მუკბანიანი