1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 18.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935) და სომხეთში (5,872 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).