Marlboro-ს მწარმოებელი Philip Morris 10 წლის შემდეგ ბრიტანეთში სიგარეტს აღარ გაყიდის

CNBC-ის ცნობით, თამბაქოს ჯგუფი Philip Morris International დიდ ბრიტანეთში სიგარეტის გაყიდვას 10 წლის შემდეგ შეწყვეტს. ბრიტანეთის მთავრობას განზრახული აქვს, რომ 2030 წლისთვის ინგლისში მოწევა საერთოდ აიკრძალოს. CNBC-ის შეფასებით, ამან Marlboro-ს მწარმოებელ სიგარეტის ფლაგმან ამერიკულ ბრენდს, შესაძლოა, წერტილი დაუსვას.

„ვფიქრობ, რომ დიდ ბრიტანეთში, მაქსიმუმ, 10 წელიწადში მოწევის პრობლემას მთლიანად გადაწყვეტენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ამ ვადაში ტრადიციული სიგარეტების გაყიდვას შეწყვეტს. პირადად მეც მინდა, რომ კომპანიაში მოწევას თავი დაანებონ“, - აცხადებს Philip Morris-ის გენერალური დირექტორი იაცეკ ოლჩაკი.

„აქ იგულისხმება ის, რომ თამბაქოს გიგანტები სულ უფრო ხშირად წარმოჩინდებიან თამბაქოს კვამლისგან მსოფლიოს გათავისუფლების მომხრეებად მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში ჯანმრთელობაზე მოწევის მავნე ზემოქმედებას უარყოფდნენ“, - იუწყება CNBC.

Philip Morris-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ანდრე კალანცოპულოსი 2016 წელს გამოთქვამდა იმედს, რომ კომპანია სიგარეტის წარმოებას მთლიანად შეწყვეტდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თამბაქოს ეპიდემიას უწოდებს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს, რაც კი მსოფლიო ოდესმე შეექმნა“. გაეროს ჯანდაცვის სააგენტო აცხადებს, რომ მოწევა, პასიური მოწევის ჩათვლით, წელიწადში 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ