საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10358 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

(არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10358 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 7 პროცენტით მეტია წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე; აქედან ექსპორტი 2628 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (0,5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 7730 მლნ აშშ დოლარს (9 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ნოემბერში 5102 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.