ბიტკოინის ფასმა 40 000 დოლარს გადააჭარბა,თუმცა ისევ დაიკლო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ციფრული ვალუტა ბიტკოინის ფასმა გუშინ გამართული სავაჭრო სესიების ფარგლებში 40 000 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 23:14 სთ-თვის ამ კრიპტოვალუტის ღირებულებამ 40 233 დოლარი შეადგინა.

ამრიგად, ბიტკოინის ფასმა 40 000-იანი ნიშნული პირველად გადალახა 16 ივნისის შემდეგ. ამ დროის მონაცემებით კი, აღნიშნული კრიპტოვალუტის ფასი 37 ათასი დოლარის ფარგლებში ივაჭრება.

ბიტკოინი არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა, ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

კოკა კვირკველია