დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი ისევ მაღალია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე 3.44 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 60.02% შეადგინა, ხოლო სესხებზე 2.73%-ული პუნქტით შემცირდა და 52.82% შეადგინა.

თუმცა, მიუხედავად დეპოზიტების ლარიზაციის ზრდისა, ფაქტია, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. რაც შეეხება სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებას, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ლარის გაუფასურება იყოს, უფრო კონკრეტულად, თუ ეკონომიკური აგენტი სესხს იღებს დოლარში, ხოლო შემოსავალი აქვს ლარში, მაშინ მას ვალდებულებების გადახდა დოლარით მოუწევს, ხოლო ლარის გაუფასურება მსესხებლისთვის დამატებითი ტვირთია ვალის გასასტუმრებლად.

გარდა ამისა, გასულ წლებს, როგორც დეპოზიტებზე, ისე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა 2015 წლიდან აღინიშნება და 2016 წლის მე-4 კვარტალში შესაბამისად 69.8% და 65.4% დაფიქსირდა. უკვე 2017 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაცია, თუმცა, 2019 წლის მე-4 კვარტალიდან კვლავ ზრდა დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში დეპოზიტებზე აღნიშნულმა მაჩვენებელმა 62.7% შეადგინა, სესხებზე კი 55.5%.

ნოდარ სირბილაძე