კონკურენციის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ მიერ სატენდერო პირობების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის” საჩივარი დასაშვებად ცნო და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის მოკვლევა დაიწყო.

საკითხი შეეხება - სადაზღვევო მომსახურების შეძენის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში მოპასუხის მიერ შემუშავებული სატენდერო პირობების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საქმის მოკვლევის წარმოება დაევალა.

ცნობისთვის, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან, არა უგვიანეს, 6 თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა 18 თვემდე გაგრძელდეს.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს კონკურენციის სააგენტომ 3 მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია- 3 საქმე და 2 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. ამავე პერიოდში 2 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის - საავტომობილო საწვავის დაფარმაციის მონიტორინგი, დასრულდა საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი. განხილვის პროცესშია კონცენტრაციის შესახებ ერთი განაცხადი.

თაია არდოტელი