„ტურიზმის ადმინისტრაციას კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზრდილების იზოლაციისთვის დამატებითი სივრცეების მობილიზაცია დაევალათ"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებას კორონავრიუსით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზრდილების იზოლაციისთვის დამატებითი სივრცეების მობილიზაცია დაევალათ.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც დამატებითი საიზოლაციო სივრცეების მობილიზაციისთვის დღეს გაიცა რეკომენდაცია. დავალება მიეცა ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებებს, რათა მათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლში იზოლირების საშუალება არ აქვთ, იზოლირებისა და მკურნალობისთვის სივრცეების მობილიზება მაქსიმალურად შეძლონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.