რუსეთის რეიტინგებს ე.წ. ”სანაგვის” დონემდე კლება ემუქრებათ

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's რუსული სახელმწიფო ობლიგაციების რეიტინგს გადახედავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ”ბი-ბი-სი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, რუსეთის სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებს S&P-ის რეიტინგში სანდოობის საშუალო მაჩვენებელი აქვს, თუმცა ისინი ამ კატეგორიაში ყველაზე დაბალ საფეხურს იკავებენ. რეიტინგის ერთი საფეხურით კლებაც კი, არასაინვესტიციო ან ე.წ. ”სანაგვის” ზონაში გადასვლის ტოლფასი იქნება.

კლება, რუსულ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორთა მოთხოვნების შემცირებას გამოიწვევს, ხოლო ქვეყნისთვის გარე ბაზრებზე სესხის აღების ღირებულება მოიმატებს. სწორედ ამიტომ, S&P ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებთან დაკავშირებით, სუვერენული რუსული რეიტინგის გადახედვის გადაწყვეტილებას გამოთქვამს. გადაწყვეტილება ცნობილი იანვრის პირველ რიცხვებში გახდება.

ღირებულებების გადაფასება

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა განსახილველად 45 რუსული კომპანიის რეიტინგები გაუშვა, რომელთაც შესაძლო შემცირება შეეხოთ. განსახილველი კომპანიების სიაში აღმოჩნდნენ: Башнефть, Татнефть, Газпром нефть, Лукойл, Новатэк, Роснефть, ОАО РЖД, Норникель, Северсталь, Уралкалий, Сибур холдинг, Мегафон, Вымпелком, КАМАЗ, Вертолеты России და მრავალი სხვა მსხვილი კომპანია.