რუსთაველის გამზირზე, სადაც ასფალტის საფარი ჩაინგრა, სპეციალური ტექნიკა მუშაობს

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კაკაბაძის ქუჩის 2 ნომერში, სადაც ასფალტის საფარი ჩაინგრა, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ასევე მობილიზებული არიან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თანამშრომლები.

როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მათ გუშინ წყალი შეფერხებით მიეწოდებოდათ. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, წყლის მილი დაზიანდა, რამაც სავარაუდოდ, ასფალტის საფარის ჩანგრევაც გამოიწვია.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოწესრიგდება გზის საფარი.