უამინდობის გამო, თვითმფრინავი, რომელიც კიევი-ბათუმის რეისს ასრულებდა, დროებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

ძლიერი წვიმის გამო, თვითმფრინავი, რომელიც კიევი-ბათუმის რეისს ასრულებდა, დროებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კიევი -ბათუმის რეისის მგზავრებმა რამდენიმე საათი თბილისის აეროპორტში გაატარეს, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ კი თვითმფრინავი თბილისიდან ბათუმში ჩაფრინდა.

ამასთანავე, როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებმა განმარტეს, უამინდობის გამო სხვა მიმართულებებზე ფრენები არ შეფერხებულა.