ევროკომისია საფრანგეთის მთავრობას ლატარიის კომპანიის ლობისტობაში ადანაშაულებს

ევროკომისიამ საფრანგეთის ლატარიის ოპერატორ Française des Jeux-ის (FDJ) წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რაც სახელმწიფო დახმარებას ეხება. ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კომისია საბაზრო პირობებთან სახელმწიფო დახმარების შესაბამისობას გადაამოწმებს და არ გამორიცხავს, ​​რომ ამ ღონისძიებამ Française des Jeux-ს შეუსაბამო ეკონომიკური უპირატესობა მიანიჭა“, - ნათქვამია განცხადებაში.

2019 წელს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ კომპანიის ნაწილობრივი პრივატიზაცია მოახდინა, რის შემდეგაც მთავრობამ ზოგ ლატარიაზე და სპორტში ფსონების დადების მომსახურებაზე FDJ-ს ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. სანაცვლოდ, FDJ- მ საფრანგეთის მთავრობას 380 მლნ ევრო გადაუხადა.

ბრიუსელი ორ საჩივარში გამოთქვამს შეშფოთებას, რომ საფრანგეთის მთავრობამ შეღავათიანი რეჟიმი მიანიჭა FDJ-ს, რომელიც მანამდე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანია იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ