"მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო.

არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია.