სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა , - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით აღიარა.

„სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.