Tesla-ს სუფთა მოგებამ პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს

კომპანია Tesla-მ 2021 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ამერიკულმა კომპანიამ ბოლო 3 თვეში ათჯერ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კომპანიამ ამ საანგარიშო პერიოდში 12 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, მისმა სუფთა მოგებამ პირველად გადააჭარბა მილიარდს და შეადგინა 1,14 მილიარდი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ელექტრომობილების გაყიდვიდან 10,2 მილიარდის შემოსავალი ნახა; 801 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა ენერგეტიკულმა ბიზნესმა და ბიტკოინ აქტივებმა. მიუხედავად რეკორდული შემოსავლების და გაყიდვებისა, ილონ მასკის თქმით, რომ არა მიკროჩიპების დეფიციტი, მისი შემოსავლები და გაყიდვები უფრო მეტი იქნებოდა.

ცნობისთვის, კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 438 მილიონი დოლარის სუფთა მოგება ნახა, რაც 27-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე.

კოკა კვირკველია