იანვარ-მაისში ნავთობმოპოვებაში აშშ-მა რუსეთს პირველი ადგილი წაართვა

მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით აშშ-მა რუსეთზე მეტი ნავთობი მოიპოვა და მსოფლიოს ნომერ პირველი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის სტატუსი განიმტკიცა.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის მარტში რუსეთმა დღე-ღამეში 10,18 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვა, შტატებმა კი 11,18 მილიონი ბარელი. აპრილში რუსებმა მოპოვება 10,46 მილიონ ბარელამდე გაზარდეს, ამერიკელებმა კი 11,17 მილიონ ბარელამდე შეამცირეს. მაისში რუსეთში ნავთობმოპოვება შემცირდა 10,43 მილიონ ბარელამდე, ხოლო შტატების 10,96 მილიონ ბარელამდე.

ამასთან, რუსეთმა დამაჯერებლად აჯობა საუდის არაბეთს, რომელმაც მარტში 8,14; აპრილში 8,13 და მაისში 8,54 მილიონი ბარელი მოიპოვა დღე-ღამეში.

კოკა კვირკველია