აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 182-დღიან N53, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი- 4.65 პროცენტით, მაქსიმალური -4.95 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.94 პროცენტით განისაზღვრა.