კომპანია Tesla-ს თავკაცმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია 50-ჯერ ნაკლებ ტოქსიკურ მეტალს - კობალტს იყენებს, ვიდრე Apple. ამის შესახებ CNBC-ი გვამცნობს.
"ვფიქრობ, რომ Apple საკუთარი სმარტფონების, ნიუთბუქებისა და აიპადების ელემენტებში 100%-ით კობალტს იყენებს, Tesla კი არ იყენებს კობალტს რკინაფოსფატური ბატარეების ბლოკში და თითქმის არ იყენებს მას ქიმიაში ნიკელის ბაზისად. საშუალო აწონილი მონაცემებით, ჩვენ ალბათ კობალტის 2%-ს ვიყენებთ, მაშინ როცა Apple 100%-ს," - აცხადებს მასკი, რომელმაც ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
კობალტი - ეს არის მძიმე მეტალი, რომელიც გამოიყენება ლითიუმ-იონის ელემენტების წარმოებაში. მისი მარაგების უდიდესი ნაწილი მოდის კონგოს რესპუბლიკაზე, სადაც მისი მოპოვებისას ირღვევა შრომის პირობები. თავად კობალტი და მისი შენაერთები ტოქსიკურია.