Apple-ის კვარტალური შემოსავალი 81,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

ამერიკული კომპანია Apple-ის მიმდინარე წლის მეორე კვარტლის შემოსავლები 36%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებული ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ.

სამთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რომელიც 26 ივნისს დასრულდა, Apple-მა 81,4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 59,6 მილიარდი იყო.

რაც შეეხება სუფთა მოგებას, მან 21,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 11,2 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება ჰქონდა. კომპანიისთვის შემოსავლის მთავარ პროდუქტად რჩება iPhone, რომელმაც კომპანიას 39,5 მილიარდი დოლარი მოუტანა.

კოკა კვირკველია