Google-ის შემოსავლებმა მეორე კვარტალში 61 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

Google-ის მფლობელი ამერიკული კომპანია Alphabet-ის კვარტალური შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 62%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.

სამთვიანი პერიოდის განმავლობაში Alphabet-მა 61,88 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისმა სუფთა მოგებამ 18,52 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც კომპანიის დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ აღნიშნა „მეორე კვარტალში კომპანიას ზრდა დაუფიქსირდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“.

ცნობისთვის, კომპანიის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 38,29 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო სუფთა მოგება 6,96 მილიარდი დოლარი. სულ 2020 წლის განმავლობაში Alphabet-მა 182,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და 41,2 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება ჰქონდა.